პროექტი სახელწოდება: დრო და მისი გაზომვა.
პროექტის მთავარი იდეა: დროის გაცნობა. დრო ყველაზე ძვირფასია ამქვეყნად.
პროექტის აქტუალობა: ბავშვები გაიღრმავებენ ცოდნას დროის შესახებ.გაეცნობიან როგორ გებულობდა ხალხი ძველად დროს და როგორ გებულობს თანამედროვე ადამიანი დღეს დროს. დახატავენ ნახატებს.
მიზანი: ბავშვები განივითარებენ ინფორმაციის შეგროვების და საზოგადოების წინაშე წარდგენის უნარ ჩვევებს.ბავშვებს შეექმნება წარმოდგენა წელიწადის, თვე და კვირის, დღე და ღამის,დროის საზომი ერთეულის შესახებ.
მონაწილეთა ასაკი:10 – 11 წელი
ხანგრძლივობა: 10 დღე.
მოსალოდნელი შედეგები: ეს პროექტი დაეხმარება მოსწაავლეებს გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი, გამოიმუშაონ მხატვრული კითხვის უნარი. შეძლონ ანალიზის გაკეთება. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,ურთიერთ თანამშრომლობას. გაიგებენ წელიწადის, თვის, კვირის და დღის დროის განსაზღვრას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, კომპიუტერი (ინტერნეტი) ,სახატავი ფურცელი, ფერადი ფანქრები.
პროექტის მსვლელობა: კლასი დაყოფილია სამ ჯგუფად. ჯგუფებს ვაცნობ შესასრულებელ სამუშაობებს.
I – ჯგუფს ვავალებ ინფორმაცია მოიძიონ წიგნების დახმარებით წელიწადის, თვის ,კვირის დროის შესახებ. შეაგროვონ ლექსები და გამოცანები.
II- ჯგუფს ვავალებ მოიძიონ ინფორმაცია : დღე–ღამის და საათის შესახებ.შეაგროვონ ლექსები და გამოცანები.
III-- ჯგუფს ვავალებ შექმნან ნახატები თავისი წარმოდგენით წელიწადის ყველა დროზე,დახატონ დღე და ღამე.
შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე ვაკეთებთ პრეზენტაციას.
საგნებთან კავშირში: მათემათიკა, ბუნება, სახვითი ხელოვნება
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი: დარეჯან ახალაძე
პროექტის ვებ –გვერდი/ ბლოგი: daxaladze.blogspot.com